არაფორმალური განათლება
Tuesday, March 11, 2014
Wednesday, September 11, 2013
ჯანსაღი ცხოვრების წესი

კლუბებში მოხალისე მასწავლებელ/ტრენერებად ვმუშაობთ მასწავლებლები, რომლებმაც ფონდის დახმარებით კლუბების ჩამოყალიბებამდე გავიარეთ ტრენინგები: "არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბი და მისი მართვა", "ბავშვი ბავშვისათვის მეთოდოლოგია".
კლუბებში გაწევრიანება შეუძლიათ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, რომლებიც კლუბში მუშაობის ერთი საფეხურის გავლის შემდეგ შესაძლებელია გადანაწილდნენ სხვა ჯგუფში სურვილის მიხედვით.
მე ჩემს კოლეგასთან, თამარ ყულიაშვილთან ერთად ვხელმძღვანელობ ჯანსაღი ცხოვრების კლუბს. მოსწავლეების შერჩევის შემდეგ შევიმუშავეთ კლუბში მუშაობის წესები და ჩავატარეთ პირველი სამუშაო შეხვედრა. რომელიც საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს გაცნობის სავარჯიშო, ასევე რამდენიმე ენერჯაიზერი. დამღლელი სასწავლო დღის შემდეგ ეს სახალისო აქტივობები განტვცირთვაში დაეხმარა მათ. :-)
Subscribe to:
Posts (Atom)